04 - 10 ოქტომბერი
2026.10.04 - 2026.10.10
რიგითი ჟამის 27-ე კვირა
5 ოქტომბერს, ორშაბათს, ქ. რუსთავის ღვთიური გულმოწყალების სახელობის ეკლესიის დღესასწაულია. რუსთავში წირვა დაიწყება 13:00 საათზე. ფეხით მომლოცველობა თბილისიდან რუსთავის ეკლესიამდე დაიწყება დილის 06:00 საათზე დედა ტერეზას დების მონასტრიდან (მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარედ, ბოჭორმის ქ. 14-დან). ასევე იქნება მარშრუტკა, რომელიც კათედრალიდან დილის 10:30 საათზე გავა. გთხოვთ, წირვის შემდეგ ჩაეწეროთ სიაში, ვისაც მარშრუტკით წამოსვლა სურს. თუ ვინმეს გყავთ კათოლიკე ნათესავი ან ნაცნობი ქალაქ რუსთავში, გთხოვთ, შეატყობინოთ კათოლიკური ეკლესიის დღესასწაულის შესახებ და დაპატიჟოთ წირვაზე.
5 ოქტომბერს, ორშაბათს კათედრალში არ ჩატარდება წმინდა წირვა.
6 ოქტომბერს მოიხსენიება წმ. ბრუნო, ბერი (+1101).
7 ოქტომბერს სავარდის ნეტარი ქალწული მარიამის მოხსენიება და ახალციხეში, რაბათის კათოლიკური ეკლესიის დღესასწაულია. ვილოცოთ მისი მრევლისა და იქ მოღვაწე კაპუცინელი მამებისათვის. ასევე ბენედიქტელ და წმინდა ნინოს სახელობის მონაზვნებისთვის. წმინდა წირვა რაბათში დაიწყება 12:00 საათზე.
8 ოქტომბერს მოიხსენიება წმ. არსენ დიდი, კათოლიკოსი (+887).
9 ოქტომბერს მოიხსენიება წმ. დიონისე, ეპისკოპოსი და თანამოწამე (+III ს.), ასევე წმ. იოანე ლეონარდი, მღვდელი (+1609).
ოქტომბერი მისიონერთა და სავარდის თვეა. ამიტომ ყოველდღე წირვის წინ ვლოცულობთ სავარდზე.
დღეს, 4 ოქტომბერს, წირვის შემდეგ იქნება ახალგაზრდებთან შეხვედრა.
მოსულია ჟურნალ „საბას“ ახალი ნომერი.
4 ოქტომბერს მამა იან სნეჟინსკის (+2011), ხოლო 9 ოქტომბერს მამა პეტრე ხარისჭირაშვილის (+1892) გახსენებაა.
