11 - 17 ოქტომბერი
2026.10.11 - 2026.10.17
რიგითი ჟამის 28-ე კვირა
14 ოქტომბერს მცხეთობაა (სვეტიცხოვლობა, უფლის კვართის დღესასწაული). ამ დღეს მოიხსენიება წმ. მირიან და ნანა (IV ს.), წმ. მელქისედეკ I, კათალიკოს-პატრიარქი (+1033) და წმ. კალისტრატე I, პაპი და წამებული (+222).
15 ოქტომბერს მოიხსენიება წმ. ტერეზა ავილელი, ქალწული, მოძღვარი (+1582) და ასევე წმ. დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე (+740).
16 ოქტომბერს მოიხსენიება წმ. იადვიგა, მონაზონი (+1243), წმ. მარგარიტა მარია ალაკოკი, ქალწული (+1690), ასევე წმ. ჯუზეპინა ვანინი, ქალწული (+1911), წმ. კამილოს ასულთა კონგრეგაციის დამაარსებელი.
17 ოქტომბერს მოიხსენიება წმ. ეგნატე ანტიოქიელი, ეპისკოპოსი და წამებული (+107).
მომავალ კვირას, 18 ოქტომბერს, მისიონერთა მსოფლიო დღეა. წირვის დროს იქნება შესაწირი მისიებისთვის.
15 ოქტომბერს მამა მიხეილ თარხნიშვილის გახსენებაა (+1958).
ოქტომბერი მისიონერთა და სავარდის თვეა. ამიტომ ყოველდღე, წირვის წინ, ვლოცულობთ სავარდზე.
დღეს, წირვის შემდეგ, იქნება ახალგაზრდებთან შეხვედრა.
