13 - 19 სექტემბერი
2026.09.13 - 2026.09.19
რიგითი ჟამის 24-ე კვირა
15 სექტემბერს საქართველოში იწყება სწავლა სკოლებსა და სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ყველა მოსწავლეს, სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ, რომ ამ წლის განმავლობაში დიდი მოთმინებითა და სიბეჯითით ისწავლოთ.
14 სექტემბერს ჯვართამაღლებაა და არის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწის საკრებულოს დღეობა. ვილოცოთ უნწის სამრევლოსა და იქ მოღვაწე მამა დარიუშისა და მამა მერაბისთვის.
15 სექტემბერს მოიხსენიება მგლოვიარე ნეტარი ქალწული მარიამი. ამ დღეს არის არალში, შუა ფარეხის კათოლიკური ეკლესიის დღეობა.
16 სექტემბერს მოიხსენიება წმ. კორნელიუსი, პაპი (+253) და კვიპრიანე, ეპისკოპოსი (+258), წამებულნი.
16 სექტემბერს მამა მიხეილ თამარაშვილის გახსენების დღეა (+1911). ამ დღეს კათოლიკე მრევლი გავდივართ დიდუბის პანთეონში, მამა მიხეილ თამარაშვილის საფლავზე სალოცავად. ლოცვა დაიწყება 15:00 საათზე. გეპატიჟებით ყველას.
19 სექტემბერს მოიხსენიება წმ. იანუარიუსი, ეპისკოპოსი და წამებული (+304).
27 სექტემბრიდან იწყება კატეხიზაცია ბავშვებისა და უფროსებისთვის, საიდუმლოებების მისაღებად. მსურველებს გთხოვთ, მიმართოთ წინამძღვარს ან კატეხისტებს.
