13-19 სექტემბერო
2026.09.13 - 2026.09.19
17 სექტემბერს 19:00 არის საორღანო მუსიკის საღამო გელოდებით ყველას
4 აგვისტოს მოიხსენიება წმ. იოანე მარია ვიანეი, ხუცესი (+1859).
5 აგვისტოს - წმ. ილარიონ თვალოელი, მონაზონი (+1041), აგრეთვე წმ. მარიამის მთავარი ბაზილიკის კურთხევა. ამავე დღეს უდის მთის ეკლესიის დღესასწაულია.
6 აგვისტოს - უფლის ფერისცვალების დღესასწაულია. წირვა კათედრალში დაიწყება 18:00 საათზე.
8 აგვისტოს - მოიხსენიება წმ. დომინიკე, ხუცესი (+1221).
➢ საკათედრო ტაძრის მრევლი, ტრადიციისამებრ, სამრევლოს დღესასწაულის წინა კვირადღეს აწყობს მომლოცველობას. წელს ეს დღე 9 აგვისტოს ემთხვევა. მომავალ კვირას, წირვის შემდეგ, ყველანი დიდგორში წავალთ.
➢ ახლოვდება ჩვენი სამრევლოს დღესასწაული - 15 აგვისტო. წირვის შემდეგ გვექნება სტუმრების გამასპინძლება, ამიტომ ყველას გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა. ზოგიერთმა უკვე შემოსწირა თანხა, სხვებს კი შეგიძლიათ საკვების მომზადებითა და მოტანით დაგვეხმაროთ. დღეს, წირვის შემდეგ, საბჭოს წევრებთან ჩაეწერეთ და მიუთითეთ, რა სახის საკვების მოტანა შეგიძლიათ.
➢ საოჯახო კომისიისა და „ინერ–ჯორჯიას“ ორგანიზებით, საზაფხულო ბანაკი ოჯახებისთვის გაიმართება 24-30 აგვისტოს, დაბა ურეკში. ერთი ადამიანის გადასახადი შეადგენს 15 ლარს დღეში. 6 წლამდე ბავშვებისთვის გადასახადი არ იქნება. მსურველებს გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ წინამძღვარს 15 ივლისამდე.
6 აგვისტოს - არის დედა მარიეტ დეროშეს ხსენების დღე (+2022), წმ. ნინოს მონაზვნისა ახალციხიდან.
➢ შემოსულია ჟურნალ „საბას“ ახალი ნომერი.
ამ კვირაში დაბადების დღეს აღნიშნავენ:
2 აგვისტოს -ელისო ყვავაძე;
3 აგვისტოს - ნადია ნადირაძე;
7 აგვისტოს - ნინო ქოჩლაძე და მამა მარიო კუკაროლო, კამილიელი, რომელიც აშოჩში მოღვაწეობს.
ვულოცავთ მათ დაბადების დღეს და ვუსურვებთ ცხოვრებაში მოთმინებასა და რწმენაში განმტკიცებას!
