18 - 24 ოქტომბერი
2026.10.18 - 2026.10.24
რიგითი ჟამის 29-ე კვირა
კვირას, 18 ოქტომბერს მისიონერთა მსოფლიო დღეა, წმინდა წირვაზე შემოწირულობა განკუთვნილია მისიებისთვის.
22 ოქტომბერს მოიხსენიება წმინდა იოანე პავლე II, რომის პაპი (+2005).
23 ოქტომბერს მოიხსენიება წმინდა იოანე კაპესტრანელი, მღვდელი (+1456).
24 ოქტომბერს მოიხსენიება წმინდა ანტონ მარია კლარეტი, ეპისკოპოსი (+1870) და ნეტარი ჯუზეპე ბალდო, ქუთაისში მოღვაწე წმინდა იოსების პატარა ქალიშვილთა კონგრეგაციის დამაარსებელი (+1915).
2 ნოემბერს ყველა მორწმუნე მიცვალებულთა მოხსენიებაა. წმინდა წირვის დროს მოვიხსენიებთ ყველა იმ მიცვალებულის სულს, ვის სახელსაც წინასწარ მოგვაწვდით. გთხოვთ, დროულად მოგვაწოდოთ მოსახსენებელ მიცვალებულთა სახელები.
