25 - 31 ოქტომბერი
2026.10.25 - 2026.10.31
რიგითი ჟამის 30-ე კვირა
28 ოქტომბერს წმ. სიმონ და იუდა მოციქულთა დღესასწაულია. ამ დღეს სოხუმის კათოლიკური ეკლესიის დღეობაა. ვილოცოთ მისი მრევლისა და წინამძღვრის, მამა იეჟი პილუსისთვის.
1 ნოემბერს ყველა წმინდანის დიდი დღესასწაულია. ეს იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ სწორედ ამ დღესასწაულის წინ, სამწუხაროდ, მასობრივად ეწყობა სატანისტური, ვითომდა გასართობი ღონისძიებები, ე.წ. ჰელოუინი. მშობლებო, ძალიან გთხოვთ, გამოიჩინეთ სიფხიზლე, თქვენი შვილები დაიცავით და შვილებს ნუ გაუშვებთ ამ სატანისტურ რიტუალებში.
2 ნოემბერს ყველა მორწმუნე მიცვალებულთა მოხსენიებაა. მოგვაწოდეთ თქვენი მიცვალებულების სახელები, რომელთაც მოვიხსენიებთ 2 ნოემბერს წირვის დროს.
25 ოქტომბერს მ. გაბრიელ ასლანაშვილის გახსენებაა (+1930).
მთელი ნოემბრის განმავლობაში შეიძლება სრული ინდულგენციის მიღება დღეში ერთჯერ, ერთი მიცვალებულის სულზე. ყოველდღე შეგვიძლია განსაწმენდლიდან გამოვიყვანოთ ერთი მიცვალებულის სული. ამისთვის საჭიროა:
ამ დღეს სუფთა გულით მივიღოთ წმიდა ზიარება.
ამ დღეს ვილოცოთ პაპის განზრახვებზე (მრწამსი, მამაო ჩვენო, გიხაროდენი).
ამ დღეს წავიდეთ რომელიმე სასაფლაოზე და ვილოცოთ მიცვალებულთათვის.
არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვულნი არც ერთ მძიმე ცოდვაზე.
