27 სექტემბერი - 3 ოქტომბერი
2026.09.27 - 2026.10.03
რიგითი ჟამის 26-ე კვირა
28 სექტემბერს მოიხსენიება წმ. აბბა იოსებ ალავერდელი (+570), წმ. ვიაჩესლავი, წამ. (+935), წმ. ლავრენტი რუის და მისი მეგ. წამ. (+1633–37).
29 სექტემბერს წმ. მიქაელ, გაბრიელ და რაფაელ მთავარანგელოზების დღესასწაულია.
30 სექტემბერს მოიხსენიება წმ. იერონიმე, ხუც. და მოძ. (+420).
1 ოქტომბერს მოიხსენიება წმ. ტერეზა ყრმა იესოსგან, ქალწ. და მოძ. (+1897).
2 ოქტომბერს მოიხსენიება წმ. მფარველი ანგელოზები.
5 ოქტომბერს, ქ. რუსთავის ღვთიური გულმოწყალების სახელობის ეკლესიის დღესასწაულია. რუსთავში წირვა დაიწყება 13:00 საათზე. ფეხით მომლოცველობა თბილისიდან რუსთავის ეკლესიამდე დაიწყება დილის 06:00 საათზე დედა ტერეზას დების მონასტრიდან, მეტრო „300 არაგველის“ მახლობლად, ბოჭორმის ქუჩა 14-დან. ასევე იქნება მარშრუტკა, რომელიც გავა საკათედრო ტაძრიდან დილის 10:30 საათზე. მგზავრობის თანხა 1 ლარი გთხოვთ, წირვის შემდეგ ჩაეწეროთ სიაში, ვისაც სურს მარშრუტკით წასვლა. თუ ვინმეს გყავთ კათოლიკე ნათესავი ან ნაცნობი ქ. რუსთავში, გთხოვთ, შეატყობინოთ კათოლიკური ეკლესიის დღესასწაულის შესახებ და დაპატიჟოთ წირვაზე.
27 სექტემბრიდან საკათედრო ტაძარში იწყება კატეხიზაცია ბავშვებისა და უფროსებისთვის აღსარებისა და პირველი ზიარების საიდუმლოებების მისაღებად. მსურველებს გთხოვთ, მიმართოთ წინამძღვარს ან კატეხისტებს.
ოქტომბერი მისიონერთა და სავარდის თვეა ამიტომ ყოველდღე წირვის წინ ვლოცულობთ სავარდზე.
პაპი ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტიდან 10 წელი სრულდება 30 სექტემბერს. ამასთან დაკავშირებით იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:
30 სექტემბერს, 19:00 სთ. კონცერტი ჩვენს საკათედრო ტაძარში; მონაწილეებს შორის იქნებიან წმ. პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესიის გუნდი, გუნდი „ბიჭები“ და ახალგაზრდული გუნდი; ასევე გაიმართება პირდაპირი ჩართვა რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკიდან, სადაც პაპი ფრანცისკეს სამარხია.
1 ოქტომბერს, 11:00 სთ. ქუთაისში კამილიელთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა მისამართზე: ქუთაისი, ფოთის ქ №3.
2 ოქტომბერს, 14:00 სთ. ლექცია თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემაზე „საქართველო ვატიკანის არქივებში“ (G კორპუსი, ოთახი 106, გიორგი წერეთლის ქ. 1. მიხეილ თამარაშვილისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე).
გეპატიჟებით და გულითადად გელით თქვენ და თქვენს ნაცნობ-მეგობრებს.
